LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ,,თუ ბოროტებასთან ბრძოლა შეგიძლია და არ ებრძვი, ამ ბოროტების მონაწილე ხარო, უნდა ამოვიღოთ ხმა…”

673
BeFunky-collage (3)

სტუდენტი ნიკა ჯიაძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, “ფეისბუქზე” ჩანახატს აქვეყნებს.

ჩანახატით ის საზოგადოებას მიმართავს, მიიღოთ მონაწილეობა, აზარტული თამაშების წინააღმდეგ, რომ რაღაც შეზღუდვები დაწესდეს.

,,მეტროში ჩავდივარ. რაღაც უცნაური დღეა.
შევდივარ მატარებელში და ჩემს წინ აღმოჩნდა ხუთი ადამიანი.
მათ შორის არიან მოზარდები, ახალგაზრდები და ერთიც ხნიერი.
უმცროსებს ტელეფონი ეჭირათ და „თამაშობდნენ”.

ამ ხუთ ადამიანს მაისურზე სხვადასხვა ტექსტი ეწერა, რაც მარტივად იკითხებოდა, მაგრამ ასევე ჰქონდათ დაფარული აზრები, რომელთა მოსმენა მხოლოდ მე შემეძლო.

პირველს ეწერა:
უკვე დიდი ხანია დავკარგე ფერები, ჩემი ცხოვრება შავ-თეთრია.
მესმოდა მისი აზრები: ცუდად ვარ. ვინმემ მომხედეთ!

მეორეს.. ღმერთო! რა კეთილი გამომეტყველება ჰქონდა. მას ეწერა:
ჩემი კარიერა დავიწყებას მიეცა, ჩემი მიზნები გაქრა და ოცნებები – აორთქლდა.
ხალხს უყურებდა და ამბობდა ჩუმად: ეჰ, ნეტავ იცოდეთ ჩემი ისტორია. ამას ცხოვრება ჰქვია? რატომ არაფერს ამბობთ?

,,რეკავს 112–ში. ეუბნება რომ ტყეშია და თავის მოკვლას აპირებს“ - სანდრო ბერაძის მეგობრის ემოციური პოსტი

,,P.S. საპატრიარქოს გასაგონად, ბიჭი გვაზიარებინეთ. მონასტერში გავიცანით სანდრო..."

მესამეს სევდა მორეოდა, მას მაისურზე ეწერა: ბანკროტი ვარ. სამუშაო დავკარგე. მატყუარა გავხდი. აქ აღარაფერი გამომივა. არ მაქვს სხვა გამოსავალი, სადღაც უცხოეთში გადავიკარგები…
მესმოდა მისი გულის ბგერა: არ მინდა აქაურობის დატოვება, მიყვარს ჩემი ქვეყანა. მინდა ჩემს სამშობლოს გამოვადგე. გთხოვთ, იღონეთ რამე!

მივიხედ-მოვიხედე და გავოცდი, ხალხი ვერ ამჩნევდა ამ ხუთ ადამიანს. იოტისოდენა თანაგრძნობაც არ შეინიშნებოდა. პაწაწა სიბრალულსაც კი ვერ შეამჩნევდით.
ნუთუ მარტო მე ვხედავდი?

მეოთხეს გავხედე. ცრემლები სდიოდა. მაისურზე ეწერა:
მე დავკარგე მეუღლე, მე დავკარგე შვილები. მე დავკარგე ოჯახი.
მესმოდა მისი დაფარული: მაპატიეთ, მაპატიეთ! მიყვარხართ უზომოდ, გპირდებით დავბრუნდები!
გთხოვთ, დამეხმარეთ, ხალხო!

მეხუთეს, რომელიც ძალიან დასუსტებულიყო, მაისურზე ეწერა:
მე საკუთარი სახლი გავყიდე. უკვე 3 წელია გარეთ ვაგდივარ. აჩრდილს დავემგვანე.
მესმოდა მისი ტკივილი: უბედური ადამიანი ვარ. მიმატოვეს, ყველამ დამტოვა. მგონი, ღმერთმაც გამწირა.

შემდეგ გაჩერებაზე ერთი ადამიანი შემოვიდა, და მათ მიუჯდა. სანდრო ერქვა. შეშინებული და ნერვიული იყო.
მაისურზე ეწერა: სუიციდი..
ჩემი სიცოცხლე წუთებს ითვლის. დამრჩა დღე და ნახევარი.
მისი დაფარული აზრებიც გავიგონე: ძალიან გთხოვთ გადამარჩინეთ, მიხსენით ამ სენისგან. სიცოცხლე მინდა!

მატარებელი გაჩერდა და ექვსივე ერთად ადგა. ზემოთ დაიწყეს სვლა. დავედევნე, მაინტერსებდა სად წავიდოდნენ.
როდესაც წინ გამისწორდნენ.. თვალები ამიწითლდა.. სახე გამითეთრდა..
თითოელ მათგანს უკან ეწერა: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული.

..ზემოთ ავიდნენ. მათგან უმეტესობა ჩაბნელებულ შენობაში შევიდა.
ზუსტად ის შენობა, სადაც „თამაში” შეიძლება.
ვხედავდი როგორ შედიოდნენ და გამოდიოდნენ. შიგნით არსებულ სიბნელეს მოეცვა მათი შინაგანი.

იქვე, შესასვლელთან უცნაური შესახედაობის კაცი იდგა. მის თეთრ სამოსზე და მის თვალებზე შემდეგი იკითხებოდა: ‘მე შემიძლია დაგეხმარო. მომაქციე ყურადღება. მე მოგასვენებ. მე ვარ გზა.’

ამ უცნაურ კაცს ყურადღებას არავინ აქცევდა. თითქოს არც იდგა იქ…

…უეცრად გამეღვიძა. მეტროში ვარ. ჩემი გაჩერებაა, გავდივარ. ზემოთ ავირბინე, თან ვფიქრობ: ეს რა იყო? რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩვენება თუ სიზმარი?

ავედი, მიმოვიხედე და კედელზე დამხვდა წარწერა:
‘არის წუთები, როდესაც დუმული ღალატს ნიშნავს.’

და დამებადა კითხვა: რას ვაკეთებ მე სხვებისთვის?

გონება გამინათდა: ხმა უნდა ამოვიღო!
მე მიყვარს ჩემი ძმები!
მე მინდა ისინი გაღიმებული ვიხილო!
მე მინდა ისინი ცოცხლები ვიხილო!

უნდა გავიბრძოლო აზარტული თამაშების წინააღმდეგ!

ყველას უნდა ვუთხრა, როგორ კვდებიან დღითიდღე, როგორ კარგავენ ოჯახებს, როგორ კარგავენ სახლებს, როგორ კარგავენ მომავლის იმედსა და რწმენას.

ბოლოს და ბოლოს, თუ ბოროტებასთან ბრძოლა შეგიძლია და არ ებრძვი, ამ ბოროტების მონაწილე ხარო.
უნდა ამოვიღოთ ხმა!

მაგრამ საკითხი ესაა – ვინ დამიდგება გვერდში?”

,,არის წუთები, როდესაც დუმილი ღალატს ნიშნავს! ვაღიაროთ, რომ სხვისი სიკვდილით, ჩვენც გვაკლდება…”

ოთო ნემსაძე: გვიღუპავენ კიდევ ერთ თაობას და სასწრაფოდ რამე რეგულაციებია მოსაფიქრებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები