მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა იმყოფება, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ფოტოიანი და წარწერებიანი მაისურით მივიდა.

ბრალდებულის მამა ამბობს, რომ სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს. მისი თქმით, შაქარაშვილის ბიძას საკუთარი პოლიტიკურ გეგმები აქვს და რასაც ის ლაპარაკობს სიმართლე არაა.

„ბიძამისი კარიერისტი ადამიანია, გააჩნია რა მოილაპარაკა. ყველაფერი, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აბათილებს. განადგურებულია ის ადგილი, სადაც იმალებოდა ამირხანაშვილი, თუ მორჩა საგამოძიებო მოქმედებები, რაღას იცავენ იმ ადგილს. ყველაფერს ხელს აფარებს, რომ მალე მორჩეს ეს ყველაფერი და არჩევნებზე ქულები დაიწეროს შაქარაშვილის ბიძამ“, – აცხადებს ზ.ხ-ს მამა.

არასრულწლოვნის მამა ჟურნალისტებთან ჩხუბის საკუთარ ვერსიას ჰყვება.

„ჩემმა შვილმა მიირბინა ფერად შენობასთან, ბოლოს მიირბინა ვახო ჩიქოვანმა, გული ეტკინა, ჩაიკუზა, ჩემს შვილს სთხოვა, მანქანა მოიყვანე, მე ვერ მოვიყვან ცუდად ვარო. ჩემი შვილი წავიდა მანქანის მოსაყვანად და რომ მოვიდა, ვახო ისევ იქ დახვდა.

ჩემი აზრი ჩამოვაყალიბე. სამი მანქანა რომ ჩამოვიდნენ საბურთალოელები, მაგათმა სცემეს ბიჭი, რატომ არ მოგვეხმარე ჩხუბში და რატომ გაიქეციო, ლოგიკურად ასეა.

თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, არ გაიხაროს და სამუდამო მისცენ მაშინ პატიმრობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ არის დამნაშავე“, – განაცხადა ზ.ხ-ს მამამ.

 

გამოძიება ექვს არასრულწლოვანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება, თუმცა მტკიცებულებების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ამ მუხლებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლიც დაემატოს.

შესაძლოა მეგობრებმა სცემეს – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მამის ვერსია

დაკავებული ნაძალადეველების თანაკლასელის სკანდალური ჩვენება: ჟვანია კვალის წაშლის მიზნით ხელებს იბანდა?

“ყველა არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა წარედგინოს” – მირიან ნიკოლაძე

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05