როგორც ჩანს,  ნიჭიერი ადამიანი ნებისმიერ სფეროში ნიჭიერია. საუკეთესო მაგალითი კი, მერილ სტრიპია, რომელმაც წარმატებულ სამსახიობო კარიერამდე იელის უნივერსიტეტი დაასრულა ხელოვნების მაგისტრის ხარისხით და რომ არა კინემატოგრაფია, საუკეთესო ხელოვნებათმცოდნე იქნებოდა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ კარლ ლაგერფელდის  ცნობილ ფრაზებს:

შური – შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების მშვენიერი სტიმულია, მაშინ როცა სხვა არაფრის კეთების პოტენციალი არ გაქვს.

ვფიქრობ, სწორედ სრულყოფილებისკენ სწრაფვა განასხვავებს სრულფასოვან ცხოვრებას წარმატებულისგან.

საქმე, რომელსაც შიშით აკეთებ, ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული.

სამოსი – ადამიანის მთავარი მახასიათებელია, რომლითაც მის ნამდვილ ხასიათს, რეალურ განწყობას გასცემს.

არაა აუცილებელი იყო ცნობილი და პოპულარული, იყავი ის, ვისითაც ყოველთვის იამაყებ.

უპატივცემულობა უპატივცემულობას პროვოცირებს. ძალადობა ძალადობას ბადებს. როცა ძლიერი სუსტს ჩაგრავს, ყველა მარცხდება. პატივი ეცი სხვას მაშინაც, როცა შენს აზრს არ იზიარებს და ყოველთვის გამოიჩინე თანაგრძნობა.

მთავარი საკუთარი გზის პოვნაა, რადგან სწორედ  საკუთარ თავთან საერთო ენის მოძიებას  შეუძლია ნამდვილი ბედნიერების მოტანა.

არაა საჭირო საკუთარ გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე ზედმეტად ბევრი ფიქრი. უმჯობესია დაფიქრდე, რა შექმენი ამ ცხოვრებაში, რა გაქვს დღეს ხელში.

მსგავსი თემები