LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დაბრუნებას გეგმავთ, ბერლინი-თბილისის ავიაბილეთების რეალიზაცია დღეს დაიწყო

78
111111

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ამჯერად, 9 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენა ბერლინიდან შესრულდება. აღნიშნულ რეისს ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს, რომელმაც ბილეთების რეალიზაცია დღეიდან დაიწყო. ბილეთის ფასი 199 ევროს შეადგენს.

„ყურადღება! დღეს, თბილისის დროით, დღის 12 საათზე, დაიწყო ბილეთების გაყიდვა რეისზე: თბილისი-ბერლინი-თბილისი, 9 მაისი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სპეცრეისზე არ ხდება ბილეთების წინასწარი დაჯავშნა, გადაყიდვა, ან სახელის შეცვლა, აგრეთვე ბილეთები არ ექვემდებარება დაბრუნებას! ბილეთის ფასი, ბერლინი-თბილისი: 199 ევრო (ერთი გზა). ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.georgian-airways.com“ – ნათქვამია Georgian Airways-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები