ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმ სასტუმროების სიას აქვეყნებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ პოსტ-პანდემიურ მოთხოვნებს და უკვე შემოწმებულნი არიან.

“საქართველო ანახლებს შიდა და საერთაშორისო ტურიზმს უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციების დაცვით, საერთაშორისო ნორმების და ჯანმო-ს სტანდარტების გათვალისწინებით. შეიქმნა შესაბამისი რეკომენდაციები და პროტოკოლები მთელი ტურისტული ინდუსტრიისთვის (სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, ტურისტული კომპანიები და გიდები). ზემოაღნიშნული სტანდარტების განხორციელება უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო ვიზიტორების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას“,- აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, სასტუმროების სია ეტაპორივად განახლდება და განთავსდება ვებგვერდზე.

„საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხო დანიშნულების ადგილის სტატუსის გათვალისწინებით, ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტურიზმის ეტაპობრივი გახსნა, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფით და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით“, – აცხადებენ უწყებაში.

სასტუმროების სია, რომლებმაც გაიარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმება, იხილეთ ბმულზე
მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05