LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დნმ-ის ნიმუში დაემთხვა ვინმეს ნიმუშს, ეს იქნება გამართული მკვლელობა – შაქარაშვილის ბიძა

397
BeFunky-collage (2)

შეცვლილი ჩვენების ყველაზე საფუძვლიანი ვერსია შესაძლოა ზეწოლა იყოს, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მეორე, შესაძლებელია იყოს ზოგადად არსებული ის ძალიან მძიმე მენტალიტეტი, რაზეც ხშირად არის თქვენს გადაცემებში საუბარი, რომ შესაძლოა ვიღაცამ არ განახორციელოს ზეწოლა, მაგრამ ბავშვი მოექცეს ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ. მაგალითად ის, რომ არ არის  “კაი ბიჭობა”, რომ ვიღაცას ხელი დაადო და შენი ჩვენებით დაიჭირონ. ბუნებრივია მან დაადო ხელი პირველი ჩვენებით და შესაძლოა ვიღაცამ ამის რეაბილიტაცია მოინდომოს. როგორც წესი გამოძიებაში პირველად მიცემული ჩვენებები არის ბევრად რეალური, ვიდრე შემდეგი…”-ამბობს ნიკოლაძე.

მისივე თქმით, ის ამ საქმიდან უფრო მძიმე შედეგებს ელოდება.

ველოდები არა მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას, არამედ გენეტიკურსაც. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ხიდის ქვეშ დატოვებულ ჩანთაზე აღმოჩნდება ინციდენტში მონაწილე რომელიმე პირის დნმ, თვითმკვლელობამდე მიყვანა და ესეთი მსუბუქი მუხლები უკვე ვეღარავის გადაარჩენს…

თუ მოვიდა დასკვნა, რომ ბავშვს დაზიანებები აქვს მიყენებული სიცოცხლეში და ამავდროულად, დნმ-ის ნიმუში დაემთხვევა ვინმეს ნიმუშს, ჩათვალეთ, რომ ეს არის გამართული მკვლელეობა“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ აღნიშნა, რომ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს გარდაცვლილს თავის ქალა ჰქონდა ჩატეხილი. მისი თქმით, დაზიანებები ჰქონდა მთელს სხეულზე, მაგრამ არა მოტეხილობების სახით.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/943722846079019/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები