LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დროზე არ აიცრა მსოფლიო, კორონავირუსის დელტა ვარიანტს ეფსილონი, ეფსილონს კი ზეტა ჩაანაცვლებს, რომლებიც ვაქცინებისადმი რეზისტენტული იქნება: ეკატერინე ბერიშვილი

698
Capture4545

ჯანდაცვის ექსპერტი ეკატერინე ბერიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ადამიანები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დროულად არ აიცრებიან, COVID-19-ის დელტა ვარიანტს, ეფსილონი, ეფსილონს კი ზეტა ვარიანტი ჩაანაცვლებს, რომლებიც ვაქცინებისადმი რეზისტენტული იქნება.

ჯანდაცვის ექსპერტს ასევე აინტერესებს, თუ პირბადეების ტარება სავალდებულო იყო, მაშინ რატომ ვაპროტესტებთ სავალდებულო ვაქცინაციას.

„თუ დროზე არ აიცრა მსოფლიო ახალი ვირუსი არ მოიცდის, დელტა ვარიანტს მალე ჩაანაცვლებს ეფსილონი, ეფსილონს ზეტა და დიდი ალბათობით ეს ვარიანტები ვაქცინებისადმი რეზისტენტული იქნება. რა უნდა ქნან იციან, ამის შესაძლებლობა აქვთ, აი, რას ელოდებიან არ ვიცი…

შეგიძლიათ მიპასუხოთ თუ პირბადეების ტარება შეიძლება იყოს სავალდებულო, რატომ ვაპროტესტებთ სავალდებულო ვაქცინაციას ? მე პირადად ორივეს ვემხრობი!“, – წერს ეკატერინე ბერიშვილი.