LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ერთი ადგილი აქვთ, პარლამენტში არიან და ამომრჩევლის ხმა გააჟღერონ: ირაკლი ზარქუას აზრით კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს

46
ირაკლი-ზარქუა

კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს და ვერც ეყოლება. კონკურენტად ნიკა მელია იქნება თუ ელენე ხოშტარია, ეს დროის ნაყვაა – თუ ერთი ადგილი აქვთ, პარლამენტში არიან და საკუთარი ამომრჩევლის ხმა გააჟღერონ, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას შეფასებით, კალაძის კონკურენტი დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევებია.

„ოთხი წლის განმავლობაში საქმიანობით კახა კალაძემ შექმნა ის, რომ ახალი გენერალური გეგმით დედაქალაქს 4-მილიონი კვადრატის გამწვანება შემატა. სატყეო ზონა, რომელიც გიგი უგულავას რუკიდან გამქრალი ჰქონდა – აცხადებს ზარქუა

მისი განცხადებით მოგვარდა “სვეტისა” და “ოლიმპიური ვარსკვლავის” პრობლემა, გვარდება “ცენტრ პოინტის” დაზარალებულთა პრობლემა.

” ეს ის გამოწვევებია, რომელსაც კალაძე ოთხ წელში მაგარ გუნდთან ერთად გამოასწორებს და ბოლომდე მიიყვანს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები