“თუ ეს მდგომარეობა ვერ დავიჭირეთ და ინფიცირებულთა რიცხვი 200 გაცდება შესაძლოა სწავლა კიდევ ორი კვირით გადაიდოს”,-ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმ დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერჯობით, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს.

,,თუ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანოთ საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ, კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა, მე სუბიექტურად მგონი, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეპიდემილოგიური ვითარების გართულების გამო, საქართველოს ყველაზე დიდ ქალაქებში 15 სექტემბერს სასწავლო წელი ისევ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო და სკოლების გახსნა 1 ოქტომბრამდე გადაიდო.