LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ფრენის გეშინიათ – ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ვინაობა უკვე ცნობილია

71
airlines-say-flying-during-covid-19-is-safe-the-s-2-15676-1605813926-0-dblbig

მსოფლიო ავიაკომპანიებზე დაკვირვებითა და COVID-19-ის გავრცელების გათვალისწინებით, AirlineRatings.com-მა ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

ისევე როგორც წინა წლებში, ამ რეიტინგის უცვლელი ლიდერი კვლავ ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ია. ის წლებია, რაც AirlineRatings.com-ის მიერ ყველაზე სანდოდ და უსაფრთხოდ სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე უსაფრთხოების სიის მეორე ადგილზე ყატარული ავიაკომპანია Qatar Airways იმყოფება და ის საქართველოშიც დაფრინავს.

ყველაზე უსაფრთხოების 20-ეულში, შემდეგი რიგითობის მიხედვით, ეს კომპანიები არიან:

  1. Qantas
  2. Qatar Airways
  3. Air New Zealand
  4. Singapore Airlines
  5. Emirates
  6. EVA Air
  7. Etihad Airways
  8. Alaska Airlines
  9. Cathay Pacific Airways
  10. British Airways
  11. Virgin Australia/Virgin Atlantic
  12. Hawaiian Airlines
  13. Southwest Airlines
  14. Delta Air Lines
  15. American Airlines
  16. SAS
  17. Finnair
  18. Lufthansa
  19. KLM
  20. United Airlines
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები