LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ გჭირდება აიღე – თუ ზედმეტი გაქვს დატოვე“ – დუბლინელებმა ყველაზე თბილი აქცია დაიწყეს

5327
78918408-137392534371960-3615573731142795264-o

დუბლინელებმა უსახლკაროების დასახმარებლად ყველაზე თბილი აქცია დაიწყეს. ქალაქის ცენტრში გამოჩნდა წარწერა „თუკი გჭირდება აიღე – თუ ზედმეტი გაქვს დატოვე“.

აქციას ათობით ადამიანი შეუერთდა და დუბლინის ხიდზე ათობით სხვადასხვა ზომის ქურთუკი დაკიდეს. იქვე დაიდგა დიდი ზომის ყუთი, რომელიც თბილი ქუდებით, ხელთათმანებითა და შარფებითაა სავსე.

ინიციატივის ავტორი Facebook გვერდი – „თბილი ზამთარი“ გახდა და მათი მიზანი უსახლკაროების დახმარებაა.

ტანსაცმელი არამხოლოდ დუბლინში, არამედ ირლანდიის სხვა დიდ ქალაქებშიც დაიკიდება და წამოწყებას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები