LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გსურს პალიასტომის ტბაზე პონტონებს ფლობდე და მართავდე – ეს აუქციონი შენთვისაა

61
74525040-2617890351610886-4886602696041168896-o

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების – 3 ერთეული წყალმცურავი საშუალებების (პონტონების) მართვის უფლებით გადაცემის მიზნით:

აუქციონში გამარჯვებული ვადლებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის განმავლობაში, მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის:

✅ მოაწყოს არანაკლებ 50 მეტრის სიგრძის დამოუკიდებელი პირსი და ვიზიტორთა უსაფრთხოების ნორმების დაცვით განახორციელოს მისი ოპერირება;

✅ პონტონებს ჩაუტაროს რემონტი.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ექსპლუატაციის მიზნით, განახორციელოს არანაკლებ 150 000 ლარის ინვესტიცია.

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://bit.ly/2Rp6QAv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები