LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ივანიშვილი გახარიას დანიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ის ბოლომდე არაადეკვატურია” – სერგი კაპანაძე

138
sergi gaxaria

ოპოზიცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამით რეალურად ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.

ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე  ამბობს, რომ გადაწყვეტილების მთავარი მიმღები ბიძინა ივანიშვილია.

„იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილებებს მთავრობასთან დაკავშირებით იღებს ერთი ადამიანი – ოლიგარქი, რომელიც არავის ექვემდებარება, სრულიად მოსალოდნელია ნებისმიერი გადანაცვლება და მორიგი პაიკის დანიშვნა მთავრობაში მეთაურად ან რაღაც როქის გაკეთება. თუ გახარიას დანიშნავს ივანიშვილი, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ბოლომდე არაადეკვატურია და არ ესმის საზოგადოების მოთხოვნების, რადგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი მოთხოვნა საზოგადოებაში არის გახარიას სახლში გაშვება და თუ მისი დაწინაურება. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ეს ადამიანი სრულიად დისტანცირებული არის საზოგადოებრივ აზრს.

ანალოგიურადაა, თუ ბატონ ღარიბაშვილს დააბრუნებენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო არაპოპულარული, არაეფექტური და არაფრისმაქნისი მინისტრი იყო და დაგვამახსოვრა თავი, როგორც ბოღმიანმა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ აგრესიული ნაბიჯების გადადგმის მომხრე მინისტრმა“, – აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები