LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ჯარიმა არ არის, ნიღაბს არ იყენებენ – ეკა ლალიაშვილი

221
maxresdefault (2)

„თუ ჯარიმა არ არის, ნიღაბს არ იყენებენ“, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ტრანსპორტით მგზავრობისას უსაფრთოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით “ფორტუნას” ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რეგულაციები, რომელიც ტრანსპორტისთვის გაიცა არ არის საკმარისი, ვინაიდან სპეციალისტების რეკომენდაციები მეტწილად არ სრულდება.

„ცნობიერება ჯერ კიდევ ასამაღლებელია საზოგადოებაში. ჯერ კიდევ დადიან ნიღბების გარეშე. თუ ჯარიმა არ არის ნიღაბს არ იყენებენ, თუმცა ვიცით, რომ ვირუსი ჯერ არსად არ წასულა.

განსაკუთრებით საფრთხე იზრდება ტრანსპორტში სადაც დახურული სივრცეა. ის რეკომენდაციები, რაც ტრანსპორტში მგზავრებისთვის გაიცა არ არის საკმარისი“,-განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მისი თქმით ამ ეტაპზე ტრანსპორტით ბევრი არ სარგებლობს და უსაფრთხოების დაცვაც ბევრად მარტივია, თუმცა როგორც ლალიაშვილი ვარაუდობს, უსაფრთხოების ზომების დაცვის კუთხით სიტუაცია ბევრად უფრო მეტად გართულდება, როდესაც მგზავრთა ნაკადი გაიზრდება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა და უსაფრთხოების წესების დარღვევა მალე კანონით დასჯადი გახდება. საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას პარლამენტი იწყებს. ინიციატივის მიზნად მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების უკეთ ადმინისტრირება სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები