LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კომპანიები არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან – ფინანსთა მინისტრი

118
82528426-2817577771613851-5421940459335319552-o

კომპანიები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის სარგებლობისა და დასაქმებულების შესახებ არასწორ ინფორმაციას წარმოადგენენ, დაჯარიმდებიან – აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრი აცხადებს.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ჯარიმა შევაღავათის ორმაგი ოდენობა იქნება.

„იცით, რომ ერთი მხრივ, საშემოსავლო გადასახადზე გვექნება შეღავათი კომპანიებისთვის და მეორე მხრივ, 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარის დახმარება ოფიციალურად დასაქმებულებზე, ვინც ახლა ხელფასს ვერ იღებს. ორივე შემთხვევაში „საგადასახადო კოდექსში“ ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც სწორი ინფორმაციის წარდგენაზე ვალდებულება ეკისრებათ კომპანიებს და თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ეს მიზნად ისახავს, რომ ავირიდოთ მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადანაწილდეს გადამხდელზეც“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები