LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ მეუღლისგან ტყუილის მოსმენა არ გინდა, არასდროს ჰკითხო ის, რაზეც ლაპარაკი არ უნდა“ – ჟაკლინ კენედის ცნობილი გამონათქვამები

4860
კლინტ ისტვუდი

მართალია, უამრავი ქალბატონი შენატროდა კენედის ცხოვრებას, მაგრამ თავად ჯეკის განცხადებით, „დიდი საიმოვნებით გაცვლიდა პირველი ლედის როლს, რიგითი დედისა და მეუღლის როლში“.

fortuna.ge გთავაზობთ ჟაკლინ კენედის ცნობილ გამონათქვამებს:

ფრანგი ქალები დარწმუნებული არიან, რომ სამოსით ნაკლის დამალვა უკეთესია, ვიდრე ღირსების გამოჩენა.

მხოლოდ ისაა საინტერესო, ვინც საინტერესოდ ცხოვრობს და მხოლოდ ის უყვართ, ვისაც თვითონ შეუძლია სიყვარული.

საკუთარ თავში თუ ჩაიხედავს, ნებისმიერი ქალი მიხვდება, რომ მისი ერთადერთი სურვილი საყვარელი მამაკაცის სიყვარულის მოპოვებაა.

სტილი არა მხოლოდ სამოსი და აქსესუარებია, რომელსაც ატარებ, არამედ ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობ.

მართლა უნიკალური ნიჭია გაუკეთო ადამიანს საჩუქარი, ისე რომ, უხერხულობა არ აგრძნობინო.

ქალები ორ კატეგორიად იყოფიან – ისინი, ვისაც სამყაროზე სურს ძალაუფლების მოოპოვება და ისინი, ვისაც მხოლოდ საკუთარი მამაკაცის დამორჩილება უნდა.

ვერასდროს გახდება ის ადამიანი ახლობელი, ვინც მუდმივად სხვაგან ეძებს ახლობლებს.

სინამდვილეში, გაბრაზება მხოლოდ პასუხია საკუთარ უძლურებაზე.

არასდროს არ ღირს საკუთარი განცდის სხვისთვის გაზიარება. განცდას არაფერი ეშველება, სხვა კი, შენს სისუსტეს დაიმახსოვრებს და ყოველთვის შენს წინააღმდეგ ეცდება გამოყენებას.

თუ ქალმა ცუდად აღზარდა შვილები, მისი ყველა ღირსება უმნიშვნელოა.

ყველაზე ჭკვიან და ამბიციურ მამაკაცებსაც ხშირად სძლევთ ინსტინქტი, რომელიც ყველა გონიერებაზე ძლიერია.

ცნობილი გამონათქვამები