LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მინერალური წყლის ჩამოსხმას გეგმავთ – შოვში ამის შანსი გაქვთ

296
shutterstock-556151089

შოვის თერმულ-მინერალური წყლის საბადოზე ლიცენზია გაიცემა. წიაღის ეროვნულმა სააგენტომ დაინტერესებულთათვის შესწავლა-მოპოვებაზე შეთავაზება უკვე გამოაცხადა.

შოვის თერმულ-მინერალური წყლის საბადო ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მდებარეობს და გამოირჩევა თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებებით.

▶️ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას გაცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო.

საინვესტიციო პაკეტი:

გამოყენების სფერო: სასმელ-სამკურნალო, ბალნეო-სამკურნალო, სუფრის, ჩამოსასხმელი

ტემპერატურა: 8-13 გრადუსი

ლიცენზიის ტიპი: შესწავლა-მოპოვება

შესწავლის ვადა: 3 წელი

სავარაუდო სალიცენზიო ვადა: 25 წელი

მიზნობრივი ბაზარი: ადგილობრივი და საექსპორტო პროდუქცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები