Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტი საქარველოში კომპანია GASA (გასა) მგზავრებს უფასო COVID დაზღვევის სერვისს სთავაზობს. თუ კი მოგზაურობის პერიოდში, Air Arabia-ს მგზავრს COVID-19 დაუდასტურდება, მაშინ მისი მკურნალობის და კარანტინის ხარჯებს, ავიაკომპანია აანაზღაურებს.

„წარმოგიდგენთ უფასო კოვიდ დაზღვევას ყველა მგზავრისთვის, რომელიც „ეარ არაბიას“ ბილეთით იფრენს შარჯას, აბუ-დაბის და რას ელ ხაიმას მიმართულებებზე. თუ მოგზაურობის პერიოდში კოვიდ-19 დაგიდასტურდათ, თქვენი მკურნალობის და კარანტინის ხარჯებს, „ეარ არაბია“ აანაზღაურებს. დამატებითი დოკუმენტების შევსების გარეშე, 2021 წლის 31მარტამდე მოგზაურთათვის, დაზღვევა ბილეთის შეძენისთანავე აქტიურდება და მოქმედია მოგზაურობის დაწყებიდან 31 დღის განმავლობაში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც GASA ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კოვიდ 19-ის დადასტურების შემთხვევაში, 24/7-ზე უნდა დაუკავშირდეთ „ეარ არაბიას“ კოვიდ დაზღვევის საერთაშორისო მომსახურების ცენტრს, შემდეგი არხებით:

Phone: +971 4 5646990 | +212 522 536499 | +20 2 2265 9993 | +966 11 520 0889

WhatsApp: +66 65 121 2025

Email: covid19assistance@tuneprotect.com

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები