LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ მუდმივად იმას ყიდულობ, რაც არაფერში გჭირდება, მაშინ მალე იმის გაყიდვა მოგიწევს, რაც  ყველაზე ძვირფასია“ – უორენ ბაფეტის ცნობილი გამონათქვამები

8836
ძალიან დიდი დროა საჭირო კარგი რეპუტაციის შესაქმნელად და რამდენიმე წუთიც საკმარისოა მის დასანგრევად

ამერიკელი მეწარმე, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომელსაც ამერიკელები ხშირად „წინასწარმეტყველს“ ან „ომაჰას ორაკულს“ უწოდებენ, საოცრად ხელგაშლილი ქველმოქმედია, რომელმაც უკვე უანდერძა საკუთარი 37-მილიარდიანი ქონება ხუთ საქველმოქმედო ფონდს.

უორენ ბაფეტი  მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეოთხე ადგილს იკავებს.. ბაფეტი დღემდე ომაჰაში, ნებრასკაში ცხოვრობს იმ 5-საძინებლიან სახლში, რომელიც 1958 წელს 31 500 დოლარად (დღევანდელი კურსით 260 000 დოლარად) იყიდა. დიახ, უორენ ბაფეტი ცხოვრების წესით ძალიან განსხვავდება სხვა მილიარდერებისაგან. ის არც უძრავი ქონების, არც ხელოვნებს ნიმუშების და არც მანქანების, ან იახტების კოლექციას აგროვებს. მსოფლიოში რიგით მეოთხე უმდიდრეს ადამიანს მძღოლიც კი არ ემსახურება. იგი დღემდე თავად მართავს 2014 წლის Cadillac XTS-ს.

ბაფეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქველმოქმედია. მისი ანდერძის მიხედვით, თითქმის მთელი მისი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდება. ბაფეტის ქონება ბოლო მონაცემებით 68 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.

fortuna.ge გთავაზობთ უორენ ედვარდ ბაფეტის ყველაზე ცნობილ ფრაზებს:

  • პერსპექტიული სამსახურის მოძიების მუდმივად გადადება და იმ საქმის კეთება, რომელიც განადგურებს – პენსიამდე გადადებულ სექსს ჰგავს.
  • ყველა უცოდველს აქვს წარსული და ყველა ცოდვილს აქვს მომავალი.
  • ყოველთვის ეცადე იმეგობროთ თქვენზე უკეთეს ადამიანებთან და აუცილებლად გაგიჩნდება სურვილი მათ დაემსგავსო.
  • თუ ვაჭრობისას ვერსად შეამჩნიეთ ბრიყვი, მაშინ იცოდეთ, რომ ბრიყვი თვითონ ხართ.
  • მაშინაც კი, თუ შენი ნიჭი უსაზღვროა და მაქსიმუმს აკეთებთ მიზნის მისაღწევად, გარკვეული დროა საჭირო სასურველი შედეგის მისაღებად.
  • ყოველთვის მასთან ერთად აკეთე საქმე, ვისთანაც მეგობრობ და ვინც შენს მისწრაფებებს იზიარებს.
  • ყველაზე საშიში უმეცარია, რომელსაც სიჯიუტეც საკმარისზე მეტი აქვს.
  • ვარჯიში ვერასდროს მოგიტანს იდეალურ შედეგს, ვარჯიშით მხოლოდ სტაბილურობის მიღწევა შეიძლება.
  • ყველაზე წარმატებული ადამიანი ისაა, ვინც მთელი გულით აკეთებს საყვარელ საქმეს.
  • ძალიან დიდი დროა საჭირო კარგი რეპუტაციის შესაქმნელად და რამდენიმე წუთიც საკმარისოა მის დასანგრევად.
  • რეალური შანსი იშვიათად გვეძლევა, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მის მისაღებად.
  • უკეთესია დარწმუნებული იყო კარგ შედეგში, ვიდრე ელოდო ბრწყინვალე რეზულტატს.
  • გაერკვე იმაში, რაც თითქოს ყურადღებას არ იმსახურებს, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გაერკვე იმაში, რაც ყურადღების გამახვილებას მოითხოვს.
  • უოლ-სტრიტი ერთადერთი ადგილია, სადაც როლს-როისის პატრონები მათ რჩევებს ითვალისწინებენ, ვინც მეტროთი მგზავრობს.
  • თუ მუდმივად იმას ყიდულობ, რაც არაფერში გჭირდება, მაშინ მალე იმის გაყიდვა მოგიწევს, რაც  ყველაზე ძვირფასია.
  • ყოველთვის გახსოვდეს, რომ განვლილ დღეს ვეღარ შეცვლი, ვეღარასდროს დააბრუნებ უკან!
  • ვიღაც იმიტომ ზის დღეს ჩრდილში, რომ ვიღაცამ დიდი ხნის წინ ხე დარგო.

ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები და როგორ გამდიდრდნენ ისინი

ცნობილი გამონათქვამები