LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ნეგატიური ადამიანების გავლენის ქვეშ ხართ – 7 გზა მათ მოსაშორებლად

1384
tuir6iu

ქრონიკულად ნეგატიური ადამიანების გარშემო ყოფნა გონებრივი თუ ფიზიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია.ზოგიერთი ადამიანის გვერდით ყოფნა ძალიან დამღლელია, რადგან მთელ ენერგიას გაცლით და მომავალზე კონცენტრირების უნარსაც გიკარგავთ. ცუდ განწყობას ერთვის დაძაბულობა, რაც თქვენს პიროვნულ განვითარებაზე უარყოფითად აისახება. ამიტომ, გთავაზობთ მარტივ რჩევებს ნეგატიური ადამიანების გავლენისგან გასათავისუფლებლად.

ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რას ფიქრობენ გარშემომყოფები თქვენზე

ეს თავისუფლების მარტივი გასაღებია. სხვის აზრებს ვერ გააკონტროლებთ, ადამიანები მაინც იმას იფიქრებენ, რაც უნდათ. ნეგატიურ ადამიანებს, ირონიული და ცინიკური შენიშვნებით, რა გამოლევს?! ამიტომ, გააცნობიერეთ, რომ მათ არც ერთ სიტყვას არ მიაქციოთ ყურადღება. უგულებელყავით ყველაფერი ცუდი.

თავს ნუ დაიდანაშაულებთ

სამსახურში, ოჯახსა თუ სხვა გარემოში ნეტაგიურ ადამიანებს ყოველთვის ვერ გაექცევით და მათი შეცვლის მცდელობაც შესაძლოა ხანდახან წარუმატებელი აღმოჩდეს. მუდმივი მსხვერპლი ყოველთვის თავის შეცდომებსა და არასწორ საქციელში სხვებს სდებს ბრალს.ამიტომ, ნუ ჩათვლით, რომ ეს თქვენი შეცდომაა.

ადამიანების უმეტესობა გაუცნობიერებლად ჩივის და ამას ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკეთებს. უფრთხილდით მათ, ვინც პირადი ნეგატივით სურს მოიცვას თქვენი აზრები. აკონტროლეთ საკუთარი ფიქრები და  ემოციები ნეგატიური მესიჯების დაბლოკვით. ეცადეთ მათი პრეტენზიები საკუთარ თავზე არ მიიღოთ და შეინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება.

ნუ რეაგირებთ

ამოშალეთ თქვენი ცხოვრებიდან ის ნეგატიური ადამიანები, რომლებიც ბედნიერი ცხოვრების იდილიას გირღვევენ. ნუ გაერევით იმ ადამიანებში, რომლებიც უმიზეზოდ საკანდალს აწყობენ, ასეთ დროს მეტი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა შეინარჩუნეთ.  ნუ დაკარგავთ დროს მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და ნურც შურისძიებაზე იფიქრებთ.

ნუ იფიქრებთ პრობლემაზე, ეძებეთ მისი გადაჭრის გზა

თუკი უარყოფითი ენერგიით განწყობილი პერსონები თქვენი დადებითი ენერგიით საზრდოობენ, უნდა გააცნობიეროთ რომ ასეთი ტიპის ადამიანი არავის უჭერს მხარს და არც თქვენს შესაძლებლობებსა და პოტენციალზე გაამახვილებს ოდესმე ყურადღებას.

ნეგატიური ადამიანები ყველაზე დიდი ენერგოვამპირები არიან, ამიტომ ის თქვენი ნებისმიერი იდეის დისკრედიტაციას შეეცდება. ნუ იფიქრებთ მათი ქმედებების მიზეზებზე, უბრალოდ როგორღაც უნდა მოახერხოთ მათი თავიდან მოცილება.

ყურადღება მიაქციეთ დროის მენეჯმეტს

რაც მეტ დროს ხარჯავთ უარყოფით ადამიანებზე, მით უფრო ნაკლებად აზროვნებთ პოზიტიურად. დროსთან კი არა, თქვენი ენერგეტიკის დონესთან დაკავშირებული გრაფიკი შეადგინეთ.

ფრთხილად იყავით თქვენს ფიქრებთან

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რაც უფრო ხშირად შეაჩერებთ უარყოფით ფიქრებს დღის განმავლობაში პოზიტიური ფიქრებით, მით უფრო სწრაფად დაიხსნით თავს მათგან. შეიძლება მარტივი, მაგრამ რთულად შესასრულებელია, თუმცა გირჩევთ წინასწარ დაგეგმოთ ის პოზიტიური ფიქრები, რომლებითაც სხვებისგან მიღებულ უარყოფით განწყობებს ჩაანაცვლებთ.

და ბოლოს, რა თქმა უნდა, ეძებეთ პოზიტიური ადამიანები

მაქსიმალურად ეცადეთ, გარშემო შემოიკრიბოთ ოპტიმისტი, პოზიტიური და ენერგიული ადამიანები. ისინი დამატებითი საშუალებაა თქვენი მოტივაციისთვის, წინსვლისა და წარმატებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები