LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან სიტუაციის განმუხტვის მცდელობას დაინახავს, შეიძლება, აქციების განრიგში ცვლილებები შევიდეს: სერგო ჩიხლაძე

330
BeFunky-collage (33)

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან სიტუაციის განმუხტვის მცდელობას დაინახავს, შეიძლება, აქციების განრიგში ცვლილებები შევიდეს.

მისი განცხადებით, ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებსაც დაუდასტურა, რომ დიალოგი, მოლაპარაკებები და შეთანხმება ურთიერთკომპრომისების გზით, არის სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი ალტერნატივა.

ჩიხლაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილ კრიზისსა და საკუთარ მოთხოვნაზე სასაუბროდ ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან მისი ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრებს. რომელიც საქართველოს ხვალ ეწვევა.

აქციები იქნება, ჩვენ დაანონსებული გვაქვს უკვე, თუმცა თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, რა თქმა უნდა, შეიძლება, შევიდეს ცვლილებები ამ აქციების განრიგში, ეს არ არის რაღაც ქვაში გამოკვეთილი, ჩვენ ვართ საკმაოდ მოქნილები და საკმაოდ კონსტრუქციულად განწყობილები.

შარლ მიშელის ვიზიტის შედეგად რაღაც განსაკუთრებით ახალ მესიჯებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ მთავარია, რომ ის ორივე მხარე შეხვდება, ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გარკვეული კიდევ დამატებით პოზიტიური როლი შეიტანოს ორი მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის საქმეში, ამის იმედი მაქვს გულწრფელად,” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ოპოზიცის წარმომადგენლების განცხადებით, იგეგმება როგორც პარლამენტის, ასევე კანცელარიის პიკეტირებაც. პარალელურად, აქციები კვლავ გაიმართება შსს-ს, სასამართლოს და პარლამენტის შენობებთან.

გაიშლება კარვები, ყველას ექნება შესაძლებლობა, შემოუერთდეს უწყვეტ პროტესტს, ჩვენი მეგობრები იმღერებენ და იქნება მუსიკა თავისუფლებისთვის: უგულავა