LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება, მათთვის საპარლამენტო თანამდებობებს არ გამოვრიცხავთ: მდინარაძე

40
მამუკა მდინარაძე

„შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან კეთილი ნების გამოჩენას, ვნახოთ,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

„თუ ჩვენ ვნახავთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციის მხრიდან, ასეთი კეთილი ნების გამორიცხვა არ შემიძლია.

ერთადერთი მთავარი მიზანი იმის, რომ რაღაც შეთანხმება შედგეს, ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით და მედიაციით იქნება თუ მის გარეშე, ამის საბოლოო მიზანია საპარლამენტო მუშაობა იყოს რეალობასთან რელევანტური და ამ ქვეყნის განვითარებაზე ერთად ზრუნვა შევძლოთ. ეს მართლა შეიძლება თითოეული ქართველის ოცნება იყოს. თუ ამას შევძლებთ ამაზე უკეთესი წარმოუდგენელია რამე იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

საპარლამენტო სესია პლენარული სხდომით ხვალ, 7 ოქტომბერს გაიხსნება.

უდიდესი ალბათობით, ხვალ 2%-იან ბარიერს კენჭისყრის დროს არ შევეხებით: მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები