LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პირობას დაარღვევენ, მე მივალ და აქციას დავშლი – გიორგი ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაზე

161
ვაშაძე22

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ სამოქალაქო საავადმყოფოსთან და “ნაციონალური მოძრაობა” მაინც გამართავს საპროტესტო აქციას, ის ამ აქციას დაშლის.

„თუ პირობას დაარღვევენ, მე მივალ და დავშლი, ვეტყვი აქციაზე მონაწილეებს, რომ წაეთრიეთ აქედან-თქო.” – აცხადებს ვაშაძე.

“თუ კაცი კვდება, ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და მზად ვარ, არ გამიჭირდება, მე ძალიან ვუფრთხილდები ჩემს პირობას, მეც ვიკისრო ეს პასუხისმგებლობა.” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისი განცხადებით ბედნიერებას არ მოუტანს ქვეყანას სააკაშვილის გარდაცვალება.

“მოიტანს უბედურებას, ღმერთმა დაიფაროს, ეს უნდა გავიაზროთ ყველამ” – აცხადებს ვაშაძე.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პარტიის ხელმძღვანელობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ იმ სამოქალაქო კლინიკასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, საპროტესტო აქციებს არ გამართავენ.

ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში რჩება.