LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ, თუ ჭერი ავხადოთ? – მინისტრი პრეზიდენტის დაფინანსებაზე

77
ჰჰ-28

თუ მაგალითად აღმოჩნდა, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ, თუ ჭერი ავხადოთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა, 2019 წლის ბიუჯეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.

„შეხედეთ როგორ არის კითხვა დასმული, რომ რადგან პრეზიდენტთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა იყოს ან ადმინისტრაციის შენობასთან ან პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, რა კავშირია? თუ მაგალითად, აღმოჩნდა, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ, თუ ჭერი ავხადოთ. ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ხარჯები. თქვენ იცით, რომ მოხდა ცვლილება, პრეზიდენტი გადმოვიდა ახალ რეზიდენციაში. აქ არის მთელი რიგი, გაუთვალისწინებელი ხარჯები და ხდება პრაქტიკულად ახალი სივრცის და ოფისის მოწყობა. შესაბამისად, სამეურნეო ნაწილში თუ გნებავთ ჩასვლა, სხვა დროის და სხვა პლატფორმის ნაწილია, რა ხარჯი გეჩვენებათ ზედმეტი, რა ნაკლები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხარჯების ნაწილში დაფინანსება ეზრდება. ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუჯეტის ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ. “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ ამით ლარის გაუფასურების რისკი კიდევ უფრო იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები