LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საკაშვილს უნდა “ვარდების რევოლუცია”, მაშინ თვითონ უნდა ჩამოვიდეს აქ, დისტანციურად ამას ვერ მოახერხებს – თორნიკე შარაშენიძე

133
20190623154004

“ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე მობილიზებული და ყველაზე უფრო მეტად შეკრული პარტია, რომელსაც სხვა პარტიებისგან განსხვავებით გააჩნია იდეოლოგიაც და ჰყავს ძლიერი ლიდერი, შეიძლება ითქვას ბელადი“,-ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს წააგებს, ეს შეიძლება ძვირად დაუსვან ქართულ ოცნებას.

„თუ არ გაიმარჯვებენ მაშინ შეეცდებიან დამარცხება ძვირად მაინც დაუსვან „ქართულ ოცნებას“. ეცდებიან, რომ მაქსიმალურად მოახდინონ „ქართული ოცნების“ პოზიციების დასუსტება და დელიგიმიტაცია არჩევნების შედეგების“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებით, შესაძლოა არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს, თუმცა 1 ნოემბერს, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდება, იქნება საპროტესტო გამოსვლები.

„არჩევნების დღე მშვიდ გარემოში ჩაივლის, ამის იმედი მაქვს. 1 ნოემბერს, თუ ოპოზიცია წააგებს, დარწმუნებული ვარ იქნება მიტინგები და გამოსვლები.

პარლამენტის შტურმზე არამგონია ოპოზიცია კიდევ ერთხელ წავიდეს. თუ მიხეილ საკაშვილს უნდა, რომ მოეწყოს სერიოზული აქცია და გადაიქცეს ვარდების რევოლუციაში, მაშინ თვითონ უნდა ჩამოვიდეს აქ. დისტანციურად ამას ვერ მოახერხებს“,-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ზოგადად ოპოზიციური პარტიებისთვის სერიოზული პრობლემა არის დაქსაქსულობა.

„ოპოზიციისთვის პრობლემა არის ის, რომ ისინი დაქსაქსულები არიან. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა ნაციონალური მოძრაობისა, აცხადებს რომ არ შეეგუება სააკაშვილს პრემიერ მინისტრად. ეს უკვე სერიოზული პრობლემაა“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები