LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ საკუთარ თავს არ ზრდი, შვილს ვერასოდეს აღზრდი“ – შალვა ამონაშვილი

amonashvili

აზროვნების აკადემია“,  პროექტის  „სალონური საუბრები” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ცნობილი პედაგოგის, შალვა ამონაშვილის ლექციას გვთავაზობს სახელწოდებით „როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები“. „ფორტუნა“ გთავაზობთ ამონარიდს ამ საინტერესო ლექციიდან:

„თუ საკუთარ თავს არ ზრდი, შვილს ვერსოდეს აღზდრი, რადგანაც აღზრდა ყველას გვაკლია. უნდა იფიქრო, როგორ გავხდე უკეთესი ხვალ ჩემი შვილისთვის. როგორ შევიკავო თავი, არ დავუყვირო, როგორ მოვეფერო, მშვიდად ვუთხრა სიტყვა, წიგნი როგორ წავუკითხო, რომ საინტერესო იყოს, სად გავყვე და ა.შ. ამაზე თუ არ იფიქრე, რა აღზრდა უნდა გამოვიდეს? ჩვენი აღზრდა იმპულსებით მიდის, კარგი გააკეთა, ჰი ჰი, ცუდი გააკეთა, ჰო ჰო. ჰუმანურ პედაგოგიკაში მთელი აღზრდის სიმძიმე გადადის პიროვნებაზე. ხშირად ამბობენ, ნუ რა ვქნა ცხოვრება ასეთია. თუ მიჰყვებით ნაფოტივით წყალს, გაჰყევით ბატონო. სადაც მიხვალთ, დაინახავთ. ჩვენი მიზანია, ცურვა დინების საწინააღმდეგოდ. თუ გინდა ბავშვი აღზარდო, სათავესთან უნდა მიიყვანო, სადაც სიწმინდე იბადება. ამიტომ უნდა იარო ცხოვრების წინააღმდეგ. თუ მას მორჩილად გაჰყვები, ის ფეხქვეშ ამოგიდებს და გაგაკეთებინებს იმას, რაც წინაპრებს უკეთებიათ და ეს წინაპრები უკვე  წარსულია. ანუ თუ საკუთარ თავს არ ზრდი, დინების საწინააღმდეგოდ ვერ წახვალ…“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები