LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სამ შვილს გააჩენთ, უნგრეთის მთავრობა 30 590 ევროს მოგცემთ

544
f02ddd5640711922295303d48721c030

უნგრეთის მთავრობა დაქორწინებულებს სესხის სახით €30 590-ს სთავაზობს. წყვილებს შეუძლიათ, თანხა არ დააბრუნონ, თუ მათ 3 შვილი ეყოლებათ. პროგრამა ივლისში ამოქმედდა. პირველი ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით კი სესხი 2 400 ოჯახმა მოითხოვა.

Euronews-ის ინფორმაციით, თანხა სპეციალური სქემის მიხედვით არის ხელმისაწვდომი.

თანხის დახარჯვის მიზნის განსაზღვრა თავად წყვილს შეუძლია. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, მოსახლეობა მაღალ ანაზღაურებას სხვა სახელმწიფოში ეძებს, ამ მიზნით უნგრეთს მუშახელი ტოვებს.

სწორედ ამიტომ მთავრობამ უნგრელების წახალისება გადაწყვიტა. სესხი 7-პუნქტიანი პოლიტიკის შესაბამისად გაიცემა. სესხის მისაღებად წყვილი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყვნენ დაქორწინებულები; მათი ასაკი უნდა იყოს 18-დან 40 წლამდე. ერთ–ერთმა მათგანმა აუცილებლად უნდა გადაიხადოს სოციალური შენატანი 180 დღის განმავლობაში.

ევრონიუსის ცნობით, თუ წყვილი დაქორწინებიდან 5 წლის განმავლობასი გაშორდება, მათ უკან უნდა დააბრუნონ ნასესხები ფული და პლიუს 4 თვის(120 დღის) პროცენტი.

გამონაკლისი არის ის შემთხვევა, როცა წყვის სამედიცინო ჩვენებით არ შეუძლია ბავშვის გაჩენა და ამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც წარმოადგენენ.

სტატიაში კონკრეტულად არ არის მითითებული, რა თანხის გაღება მოუწევს წყვილს. მათ, რომლებსაც ხუთი წლის განმავლობაში 1 შვილი ეყოლებათ, სესხის პროცენტი საბოლოოდ შეუჩერდებათ, ყოველთვიური შენატანი კი სამი წლის განმავლობაში გაუქმდება. დამატებით სხვა სარგებლებს წყვილი მეორე შვილის დაბადების შემთხვევაში მიიღებს. მესამე შვილის შეძენისას კი სესხის ჩამოწერა მოხდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები