LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სურს მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები – კალაძე ელისაშვილს პასუხობს (ვიდეო)

186
BeFunky-collage

“სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელისა და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის შეთავაზებას კახა კალაძე ეხმაურება. ელისაშვილი თბილისის მერს  დებატებში იწვევს. თემა კი მერიის სატრანსპორტო რეფორმა იქნება.

მერია ტაქსების სისუფთავეს გააკონტროლებს

ტაქსის მძღოლებს ვაუჩერები უფასოდ გადაეცემათ.

კახა კალაძე კი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილთან დებატებისთვის დრო არ აქვს. ის სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს თბილისის მერობისთვის ბრძოლის დროს დადებულ პირობას ახსენებს.

„ძალიან დაკავებული ვარ, მთელი დღის განმავლობაში საქმეებში ვართ ჩართული, ამიტომ, იმის დრო ნამდვილად არ გვაქვს, რომ გავერთოთ. როდესაც იყო დებატების საჭიროება, მივიღე ეს გამოწვევა და საზოგადოებას კარგად ახსოვს ალეკო ელისაშვილი იმ დებატებში.

სხვათა შორის, ჩემი ვალი აქვს. თუ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, ფეხბურთს ვეთამაშებიო და მერე დაიმალა. ასე რომ, თუ სურვილი აქვს, მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები“, – განაცხადა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

შეგახსენებთ, ელისაშვილი კახა კალაძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მერიის არაკომპეტენტურმა და არათანმიმდევრულმა სატრანსპორტო რეფორმამ მოძრაობის სრული კოლაფსი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები