LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თბილისში ბინის შეძენას გეგმავთ, ეს უნდა იცოდეთ – ყველაზე იაფინი უბნები დედაქალაქში

192
real

თუ უახლოეს პერიოდში თბილისში ბინის შეძენას გეგმავთ, ეს კვლევა ნამდვილად გამოგადგებათ… უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-მა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დედაქალაქში უძრავი ქონების ფასებზეა საუბარი.

Cushman & Wakefield Georgia-მ თბილისში საცხოვრებელი ფართების ღირებულება უბნების მიხედვით შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ დედაქალაქში უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირს. ტოპ 3 უბანი, სადაც ყველაზე მეტი თანხა მოგიწევთ ბინის ყიდვისას გადაიხადოთ, შემდეგია:

მთაწმინდა – 1 კვადრატული მეტრი ბინის ფასი 1032 დოლარს შეადგენს,

ვაკე – 985 დოლარი,

საბურთალო – 899 დოლარი.

თუ ფინანსებში შეზღუდული ხართ, უნდა იცოდეთ, რომ თბილისში უძრავი ქონება ყველაზე იაფი სამგორის რაიონშია. იაფიანი უბნების სიაში არიან: გლდანი და ნაძალადევიც.

გლდანი – 550 დოლარი

ნაძალადევი – 544 დოლარი

სამგორი – 512 დოლარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები