LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თქვენს მეგობარს ამ 6 თვისებიდან რომელიმე ახასიათებს, მაშინ დროა დაემშვიდობოთ

170

მეგობრობა ისეთივე რთული შესანარჩუნებელია, როგორც სიყვარული. თუმცა შურიან, ყოველთვის უკმაყოფილო მეგობარს, რომელიც მუდმივად გეჯიბრებათ და არ შეუძლია თქვენი სიხარულის გაზიარება, დროა სწრაფად და სამუდამოდ დაემშვიდობოთ.

მეგობარი, რომელსაც არ შეუძლია თქვენი სიხარულის გაზიარება – თუ წარმატებას აღწევთ, საოცრად ბედნიერი ხართ, თქვენს მეგობარს კი, გაღიმებაც არ შეუძლია, იცოდეთ, რომ მას ან შურს თქვენი ან საკუთარ თავში არაა დარწმუნებული, ამიტომ ურჩევნია თქვენი წარმატების იგნორირება. კარგი იქნება, თუ ასეთ მეგობართან ურთიერთობისგან თავს შეიკავებთ, თქვენს სიხარულს კი, მათ გაუზიარებთ, ვისაც გულწრფელად გაუხარდება.

მეგობარი, რომელიც საეჭვო კომპლიმენტებს გიკეთებთ – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისე აყალიბებენ საკუთარ აზრს, ვერასდროს გაიგებთ კომპლიმენტია თუ შეურაცხყოფა, რადგან ნებისმიერი კომპლიმენტი სასიამოვნო ფრაზით იწყება და აუცილებლად ნეგატივით სრულდება. სამყარო სავსეა კრიტიკოსებით, ამიტომ არ ღირს მათთან მეგობრობა, ვინც მუდმივად პასიურ აგრესიას ამჟღავნებს.

მეგობარი, რომელიც ყოველთვის ნეგატიურადაა განწყობილი – ადამიანს, რომელსაც არც თქვენი სიხარულის გაზიარება შეუძლია, არც საკუთარი წარმატება ახარებს და ყველაფერს ნეგატიურად აღიქვამს – ცხოვრებაზე გაბრაზებული, უხალისო ადამიანია. რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს სამყაროზე, მაგრამ რა აუცილებელია თქვენ განიცადოთ მისი ნეგატიური გავლენა?

მეგობარი, რომელიც ყოვეთვის ხელს უშლის თქვენი გეგმების განხორციელებას – თუ მეგობარი, მუდვივად არღვევს პირობას, მაშინ ის უბრალოდ არასაიმედო ადამიანია. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს გეგმები, მაგრამ სისტემატურად ასე მოქცევა, მის უპატივცემულობაზე მიუთითებს. იმეგობრეთ მათთან, ვინც გაფასებთ და არა მათთან, ვისაც საკუთარი თავის მეტი არავინ აინტერესებს.

მეგობარი, რომელიც გეჯიბრებათ – რა თქმა უნდა, მეგობრის წარმატება ყოველთვის საუკეთესო მოტივაციაა, თუმცა ჯიბრი არ უნდა  განსაზღვრავდეს მეგობრობას. უკეთესია მათთან იმეგობროთ, ვისაც თქვენთვის სიკეთე უნდა და არა მათთან, ვინც თქვენს ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას.

მეგობარი, რომელიც ერთხელ დაკარგეთ – ხშირად ცხოვრების შეცვლასთან ერთად, მთავრდება მეგობრობაც. იმ შემთხვევაში თუ ყველანაირად ცდილობთ ძველი ურთიერთობის აღდგენას, მეგობარი კი, ნაკლები ხალისით ხვდება თქვენს ინიციატივას, დროა თავი დაანებოთ და მათზე იფიქროთ, ვისაც სიამოვნებს თქვენს გვერდით ყოფნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები