LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ უძილობა გაწუხებთ, ინფარქტის რისკის ქვეშ ხართ – რას გირჩევენ ბრიტანელი პროფესორები

535
udziloba

ადამიანებს, რომლებიც უძილობით იტანჯებიან, გულის დაავადებების განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე სხვებს – დასკვნას ბრიტანულ-შვედური კვლევის ერთ-ერთი ავტორი აკეთებს.

ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორ მარკუსის კომენტარს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ უკვე დადასტურებულია უძილობის კავშირი ინფარქტისა და ზოგადად, გულის დაავადებების განვითარებასთან.

“თუ ჩვენ ნამდვილად გვაქვს ასეთი შემთხვევა, რომ ადამიანს უძილობა აწუხებს , აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ მისი მდგომარეობა და უძილობის უარყოფითი გავლენა მაქსიმალურად შევამციროთ“, – ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი მარკუსი.

კიდევ ერთი პროფესორი ჯერემი პეარსონი კი  ამბობს, რომ ადამიანები, ვინც უძილობით იტანჯება ან ზოგადად დარღვეული აქვს ძილი, ძალიან ხშირად დგებიან გულის დაავადებების წინაშე, თუმცა ძნელი სათქმელია, არის თუ არა ასე პირდაპირი კავშირი ამ ორ ფაქტს შორის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები