LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვაქცინა სავალდებულო იქნება, როგორც მღვდელი ყველას მოვუწოდებ, რომ არავინ არ გაიკეთოს – მამა შალვა კეკელია (ვიდეო)

9852
Capture

“ღორის გრიპით ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ვაქცინა სავალდებულო არ იყო, მინდა გავიკეთებ, მინდა არ გავიკეთებ”, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ხელმძღვანელმა,  დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა. მისი თქმით, თუ “კოვიდ 19”-ის  საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, ხალხის წინააღმდეგ მიმართულად ჩაითვლება და ყველას მოუწოდებს არავინ გაიკეთოს.

“რატომ უნდა იყოს აუცილებელი ან სავალდებულო, რომ ეს ვაქცინა გავიკეთოთ. შეიძლება როგორ დადგეს იცით საკითხი: თუ ეს ვაქცინა არ გაქვს გაკეთებული, მოგზაურების უფლება არ გქონდეს,  სამსახურში არ მიგიღონ და ეს უკვე სხვა რაღაცაა, სხვა რამისკენაა მიმართული. თუ ასეთი მიდგომა იქნება ვაქცინაზე, ბუნებრივია ჩვენ ამ ვაქცინას არ გავიკეთებთ. ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს, თავად უნდა გადაწყვიტოს გაიკეთებს თუ არა ვაქცინას, მაგრამ მე, როგორც მოძღვარი ვამბობ, რომ თუ ეს სავადლებულო იქნება, ეს ნიშნავს უკვე, რომ ვაქცინა კი არ არის, სხვა რამეა. თუ ასეთი მიდგომა იქნება ვაქცინასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ მას არ გავიკეთებთ. ადამიანებს ყველას საკუთარი არჩევანი აქვს და ყველას შეუძლია გადაწყვიტოს მიიღებენ თუ არა. მე, როგორც მოძღვარი და სასულიერო პირი, ვამბობ, თუ ამ ვაქცინის გარეშე არ მექნება უფლება სამსახურში ვიარო, უცხოეთში ვერ ვიმოგზაურებ, სკოლაში ჩემს შვილს ვერ მივიყვან, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ვაქცინა არის ერთ-ერთი ნიშანი და ეს ვაქცინა არის ადამიანების საწინააღმდეგოდ მომართული. ღორის გრიპით ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ვაქცინა სავალდებულო არ იყო. თუ სავალდებულო იქნება მე, მღვდელი მოვუწოდებ, რომ ვაქცინა არავინ გაიკეთოს”, – აცხადებს მამა შალვა კეკელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები