LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ვინმე არ გაჩერებულა და მუშაობს კოვიდის ყველა ტალღის განმავლობაში, ექიმების შემდეგ, არის მედია, როგორ მოხდა, რომ მედია ვერ მოხვდა ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფებში?”- ნიკა გვარამია

206
nika-gvaramia-0.png

საქართველოში ვაქცინაციის წრე ფართოვდება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

ვაქცინაცია ფართოვდება – მიმდინარე კვირიდან პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია.

გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ პრიორიტეტულ ჯგუფში უნდა მოხვედრილიყვნენ მედიის წარმომადგენლები, რადგან მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჟურნალისტებს უამრავ ადამიანთან უწევთ კომუნიკაცია.

“თუ ვინმე არ გაჩერებულა და მუშაობს კოვიდის ყველა ტალღის განმავლობაში, ექიმების შემდეგ, არის მედია. და გასაგებია, რომ ვერც გაჩერდება.
მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უამრავ ადამიანთან უწევთ კომუნიცირება ჟურნალისტებს და ოპერატორებს, და უკვე მათ – მემონტაჟეებთან, საეთეროსთან და ასე უსასრულოდ.
როგორ მოხდა, რომ მედია ვერ მოხვდა ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის? და მოხვდა მთავრობა, პარლამენტი და ასე შემდეგ. ეს არც სამართლიანია, არც რაციონალური და არც კოვიდ უსაფრთხო. რაც მთავარია, ეს სირცხვილია.
გუშინ მედიის თავისუფლების საერთაშორისო დღე იყო და ქართულ მთავრობას შეეძლო ამით მაინც მოელოცა მედიისთვის, ყალბი პათეტიკის ნაცვლად.”-წერს ნიკა გვარამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები