„ვათვიცნობიერებთ, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის კვალობაზე ძალიან მაღლა დგას და ვითარდება ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე გარემოს დაცვის სტანდარტები, ამ კუთხით საუკეთესო ევროპულ მაგალითებსაც ვუტოლდებით, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია მეტი მუშაობა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული დიალოგი მოსახლეობას, ინვესტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, ყველა ამ სოციალური ასპექტის გათვალისწინებით ინვესტიციები უნდა დაჩქარდეს და ადგილობრივი ენერგეტიკის წყაროები განვითარდეს. თუ ჩვენი სიმდიდრეწყლის, ქარისა და მზის რესურსი ეფექტიანად არ გამოვიყენეთ, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევების წინაშე დავდგებით, – განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე, რატომ ფერხდება ზოგჯერ რომელიმე ენერგეტიკული პროექტი, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ასეთი პრობლემა ყოველთვის კომპლექსურია და არ არის ერთ კონკრეტულ ასპექტზე დამოკიდებული.

„ერთი მხრივ, ჩვენი ბაზარი, ჩვენი საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ამ თვალსაზრისით, ენერგეტიკა ყოველთვის არის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მოხდა გარკვეული აცდენა სოციალური პრობლემის გათვალისწინებასთან. ვფიქრობ, რომ მოსახლეობასთან მეტი მუშაობა და დიალოგია საჭირო, ამას ინვესტორებიც ათვითცნობიერებენ. ჩვენ როლს ვხედავთ ამ დიალოგის ფასილიტაციაში ანუ ეს ორი კომპონენტი – სოციალურ/ეკოლოგიური მხარე და საინვესტიციო მიმზიდველობა უნდა დაეწიოს ერთმანეთს“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები