LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ყველაფერს სხვებს ვაბრალებთ, მაშინ ჩვენი ფსიქიკა განვითარებას წყვეტს“ – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

410
zuramxeidze345

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე „აზროვნების აკადემიის“ ლექციაში საუბრობს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია შეცდომების აღიარება:

​„შეცდომის დაშვება არ არის პრობლემა. ადამიანები ვართ და შეცდომას აუდიტორია გვპატიობს. ჩვეულებრივი ამბავია, რომ რაღაც სიტყვა ისე ვერ გამოვთქვი. ბუნებრივი თუ ხარ, უკვე გულწრფელი ხარ. თუ ჩვენ ტექსტს ძალიან მაგრად გავმართავთ ურთიერთობაში, აი, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” რომ არის: რავა გაზეთივით მელაპარაკებიო, აი, ასეა. არ გეჩვენება, რომ სანდოა.

თუ ვლაპარაკობთ ურთიერთობაში გავლენებზე, თქვენი კომუნიკაცია უნდა შეფასდეს ემოციურ კომპონენტში, რა ემოციას აღძრავს იგი და არა რამდენად ტექნიკურად სწორად არის დალაგებული წინადადება. როგორ მოქმედებთ გარეთ? რადგან ემოციური ინტელექტი გინდათ და გსურთ, ვიღაცები მართოთ, გთხოვთ, რომ ორი რამ დაიმახსოვროთ: თუ რაღაც თქვენს ცხოვრებაში ისე არ გამოდის, როგორც თქვენ გინდათ, ​ეს არის თქვენი ბრალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ ჩემი ბრალი არ არის და მე ყველაფერს სხვას ვაბრალებ, ჩემი ფსიქიკა წყვეტს განვითარების გზას. თუ რაღაც არ გამომივიდა, მე უნდა ვიფიქრო, როგორ უნდა გამეკეთებინა ისე, რომ გამომსვლოდა“ – ამბობს მხეიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები