,,ემირატების ავიახაზები” მზადაა, რომ ყველა მგზავრს უფასო COVID-19 დაზღვევა შესთავაზოს, ამის შესახებ ,,ბიზნესინსაიდერი” წერს. პაკეტი სრულ მომსახურებას მოიცავს და იმ შემთხვევაში აქტიურდება თუკი მგზავრი ფრენის დროს დაინფიცირდება.

ახალი სტრატეგია გლობალური პანდემიის გამო შექმნილი რთული ვითარების დასაძლევად შემუშავდა. არაბული ავიახაზები მზადაა რომ 150 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო ხარჯი დაფაროს და კარანტინის საჭიროების შემთხვევაში დღეზე 100 ევროც გამოყოც.

თუკი ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდება, „ემირატები“ დასაფლავების ხარჯებისთვის 1 500 ევროსაც გაიღებს.

ახალი დაზღვევა უკვე ამოქმედდა და 2020 წლის 31 ოქტომბრამდე განხორციელებულ ყველა რეისს მოიცავს. პაკეტი აფრენის მომენტიდან 31 დღის განმავლობაში იქნება აქტიური. კორონავირუსის ტესტის ღირებულებას დაზღვევა არ ანაზღაურებს და მგზავრს ვირუსის არსებობის დამტკიცება თავისი ხარჯებით მოუწევს.

,,ემირატების ავიახაზები” კორონავირუსმა ძალიან დააზარალა და მგზავრთნაკადი მთელი 90%-ით შემცირდა. დაზღვევის სრული პაკეტიც მომხმარებელთა მოსაზიდად შეიქმნა.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05