LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი იქნა გადაწყვეტილება მიღებული ამ ადამიანების დაპატიმრების თაობაზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და დაიძაბება დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის: გიგი წერეთელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

88
წერეთელი გიგი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი, ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხვალინდელ სასამართლო პროცესს ეხმიანება, სადაც საბოლოო განაჩენი უნდა გამოცხადდეს. გიგი წერეთელის განმარტებით, „თუ ხვალინდელ პროცესზე ამ ადამიანების დაპატიმრების თაობაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს აღარ დატოვებს არანაირ სივრცეს კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის ქვეყანაში, კიდევ უფრო გაღრმავდება და დაიძაბება დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“.

გიგი წერეთელის განმარტებით, „სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენები გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს და ისევ და ისევ რუსულ ორბიტასთან გვაახლოებს“.

„ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაც ან საბოლოოდ დაანგრევს ქართული სასამართლოს იმიჯს, ან კიდევ დატოვებს შანსს მისი გადარჩენის; მაგრამ აქ არ არის მხოლოდ სასამართლოში საქმე, თუკი იქნა გადაწყვეტილება მიღებული ამ ადამიანების დაპატიმრების თაობაზე, რაც ყველასთვის ნათელია, რომ არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება, ეს აღარ დატოვებს არანაირ სივრცეს კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის ქვეყანაში, კიდევ უფრო გაღრმავდება და დაიძაბება დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

აღსანიშნავია ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც, რაც ქვეყნის რეპუტაციაა და რაზეც „ქართული ოცნება“ ნაკლებად ზრუნავს. მაგრამ საზოგადოებას უნდა ესმოდეს ამგვარი გადაწყვეტილებების ფასი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრი ხდება იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მაშინ, როდესაც სახეზეა მკვეთრი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის. აქ საქართველო უნდა ცდილობდეს პროცესის სწორ მხარეს იყოს. სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენები გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს და ისევ და ისევ რუსულ ორბიტასთან გვაახლოებს“, – განაცხადა წერეთელმა.

ამავე თემაზე:

თუ სასამართლო დარჩება სამართლებრივ სივრცეში, მაშინ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი მაქვს…არავითარი საფუძველი ამ ბრალდებას არ გააჩნია: ზვიად კორძაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

„ქართულ ოცნებაში“ ყველაფერზე არიან წამსვლელები: ბერდია სიჭინავა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

ვაფრთხილებ მოსახლეობას, ძალიან ძვირად დაუჯდებათ სიჩუმე, გვიან იქნება თითზე კბენანი: ნინო ბურჯანაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

ხვალინდელი განაჩენის ფასი ბნელი მომავალი + სავარაუდოდ 1.5 მილიარდი დოლარია – ხუხაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

პოლიტიზებული მართლმსაჯულება ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია – სოლიდარობა ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელს: პარტია „დროა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები