LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი უცხო ენაზე საუბარი გსურთ – მაშინ ცოტა ალკოჰოლი უნდა მიიღოთ

369
drinking-chatting-bilingual

აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლს ბევრ მინუსთან ერთად გარკვეული პლუსებიც აქვს. როგორც „ბიზნეს ინსაიდერზე“ გამოქვეყნებულმა  ახალმა კვლევამ აჩვენა, სპირტიანი სასმელი უცხო ენაზე საუბრის უნარებს აუმჯობესებს. საქმე ისაა, რომ მცირე ალკოჰოლი ადამიანს მეტ გამბედაობას მატებს და არამშობლიურ ენაზე კომუნიკაციას უმარტივებს.

თეორიის დასადასტურებლად, მკვლევარებმა 50 გერმანელი მოხალისე შეისწავლეს. ისინი ჰოლანდიის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ და ჰოლანდიური ენის სწავლაც სულ ახალი დაწყებული ქონდათ. ერთ ჯგუფს მცირე რაოდენობით ალკოჰოლი მიაღებინეს და შემდეგ ჰოლანდიურ ენაზე საუბარი სთხოვეს, მეორე ჯგუფს კი იგივე დავალება სპირტიანი სასმელის გარეშე უნდა შეესრულებინა. შედეგად, ნასვამმა სტუდენტებმა დავალებას თავი ბევრად უკეთ გაართვეს და უცხო ენის ცოდნის საოცარი უნარი გამოავლინეს.

მეცნიერებმა გარკვევით აღნიშნეს, რომ კვლევაში მცირე რაოდენობით ალკოჰოლი იყო გამოყენებული და ალკოჰოლის ზედოზირებას შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოყვეს. ასეთ დროს ადამიანს კოგნიტური ფუნქციები ერღვევა, ინფორმაციის მიღება-დამახსოვრება თუ ყურადღების გამახვილება უჭირს. ამიტომ, სანამ უცხო ენაზე საუბარს გადაწყვეტთ, ეს რისკებიც უნდა გაითვალისწინოთ და ზედმეტი არ მოგივიდეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები