LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, დავალებას ასრულებს – რამზან კადიროვი

157
15956323d1ff827023d24a85a2ee9d15-XL

„მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღეთ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის გამოსწორებას. ვურჩევ მას, გააკეთოს სწორი დასკვნები და წესრიგში მოიყვანოს საკუთარი გონება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, რომ ის ჩემ მტრად დარჩება“, – ასე გამოეხმაურა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური საქართველოში გამოთქმულ ბრალდებას, რომ მისი დავალებით იგეგმებოდა თავდასხმა ქართველ ჟურნალისტზე.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს.

“იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ხალხის რეალურ პრობლემებზე, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით აპირებდა თავდასხმას ქართველ ვაი ჟურნალისტზე. ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს“, – წერს კადიროვი.

ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები