LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუმანიშვილის თეატრი ქართულ სახლს დავამსგავსე, მაგრამ ის საბაზრო სახლად აქციეს – ქეთი დოლიძე

170

ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეტრიდან მის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. რეჟისორი facebookის პირად გვერდზე წერს, რომ თუმანიშვილის თეატრი მან ქართულ სახლს დაამსგავსა, სხვებმა კი ის საბაზრო სახლად აქციეს.

„თუმანიშვილი მუდამ ოცნებობდა, მისი თეატრი ქართული სახლის მსგავსი ყოფილიყო… დიახაც, მე ის სახლს დავამსგავსე! ასე მეგონა, როგორც ოჯახში, ისე მოიქცეოდნენ მისი ბინადარნი! მაგრამ უკვე მეორედ, საბაზრო სახლად აქციეს,,სადაც ტაძარში დახლები დადგეს!

“ეს ნალოლიავები სახლი წამართვეს! უკაცრავად, რომ ვერ გადავარჩინე სირცხვილს, ამჟამად, ბ-ნო მიშა!

“სულ რადენიმე ხნის წინ კი, ჩემი ნამდვილი სახლი დამიბრუნეს, ის, რომელიც თბილი, ტკბილი მამის დანატოვარი იყო და კინაღამ მეორე სახლის კეთილდღეობას არ შევწირე!!!

“ჩემს გადარჩენილ სახლში კი ფარისრვლებს ფეხს აღარ დავადგმევინებ!
დახლები უნდა დაანგრიო!!!!“, – წერს ქეთი დოლიძე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები