LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ლარის დასტაბილურებისთვის – თურნავა

81
167282833-3901004523322511-7341815729807719356-n

ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ლარის დასტაბილურებისთვის, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ლარის კურსზე ნეგატიურ მოლოდინებთან ერთად, პოლიტიკური პროცესის არასტაბილურობაც მოქმედებს.

„ეროვნული ვალუტა ისეთი საკითხია, რომელიც ბიზნესსაც აწუხებს და ნებისმიერ ჩვენგანსაც. ეს საკითხი თითოეულის ჯიბეს ეხება. აქ არის ორგვარი მიდგომა, ერთი – მოკლევადიანი ღონისძიებები, რაშიც ეროვნული ბანკია და ფინანსთა სამინისტროა ჩართული და რომელიც გამოიხატება მასტაბილიზირებელი ინტერვენციებით; მეორე – საშუალოვადიანი გეგმა, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროა ჩართული. ეს არის მეტი ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში, ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინების და არა გადინების წყარო, ეს არის მეტი ადგილობრივი წარმოების განვითარება, მათ შორის ენერგეტიკაში, ეს არის ტურიზმის დროული აღდგენა. აქ ვამბობთ, რომ ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სახმელეთო საზღვრების უსაფრთხოდ გახსნა მალე შევძლოთ, ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ფულად ბაზარზე ლარის დასტაბილურებისთვის. ჩვენ ვალდებული ვართ, სწრაფად განვახორციელოთ ყველა აუცილებელი ზომა, რათა მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს”, – აღნიშნა ნათია თურავამ.

შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ მალე ეროვნული ბანკის წარმომადგენლების, ბიზნესისა და მთავრობის ჩართულობით შეხვედრა გაიმართება, სადაც ლარის კურსზე იმსჯელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები