LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტების რაოდენობა საუდის არაბეთიდან 68 პროცენტით გაიზარდა

108
479

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში საუდის არაბეთის ელჩს, აბდულა ალმუტაირს შეხვდა. შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათი განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, წაახალისებს ორი ქვეყნის ბიზნესებს მეტი კოოპერაციისკენ, ხელს შეუწყობს ურთიერთობას სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, იქნება ეს ორმხრივი ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი და სხვ.

აღინიშნა, რომ საუდის არაბეთი დაინტერესებულია საქართველოსთან აგროპროდუქტების ექსპორტის კუთხით ითანამშრომლოს.

ასევე პოზიტიური ტრენდია საუდის არაბეთიდან ტურისტების რაოდენობის კუთხით. 2019 წლის იანვარი – ივნისში საუდის არაბეთიდან საქართველოში 68 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირმა ფრენებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის ქალაქებს შორის, რომელთა სიხშირემ კვირაში 11 რეისს მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები