LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებისათვის შენგენის ზონის ვიზების გაცემა გამარტივდება

235
235699cf527c433dbee0f1b0ef408a7c

მიმდინარე წელს ტურისტებისათვის შენგენის ზონის ვიზების გაცემა გამარტივდება. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება,სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილებით ის ტურისტები ისარგებლებენ, რომლებსაც შენგენის ზონაში გადაადგილების კარგი ისტორია აქვთ.

ცვლილების თანახმად, 3 თვის ნაცვლად ტურისტებს განცხადების შევსება 6- თვიან პერიოდზეც შეეძლებათ. ამასთანავე დაგეგმილია მრავალჯერადი ვიზის გაცემა 5- წლიანი ვადით. ასევე, 6-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის შესაძლოა, სავიზო მოსაკრებელი გაუქმდეს.

ევროკომისიის ინიციატივა ასევე გულისხმობს უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებას და არარეგულირებული მიგრაციული რისკების შემცირებას.

„ახალი წესები ხელს შეუწყობს ტურიზმის, ვაჭრობისა და ბიზნესის ხელშეწყობას, ხოლო ჩვენი უსაფრთხოების სტანდარტების გაღრმავებას.მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიეკუთვნებიან წამყვან ტურისტულ მიმართულებებს, დროში გაწელილი პროცედურები შეიძლება ევროპაში ტურისტების ნაკადის შემცირების მიზეზი გახდეს“- ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროპარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ  გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები