LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებისთვის ისეთი წესები იქნება, პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან: იმნაძე

330
BeFunky-collage (8)

ტურისტებისთვის ისეთი წესები იქნება, პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან – ასე უპასუხა დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას ხომ არ შეუწყობს ხელს ტურიზმი ეპიდემილოგიური ვითარების დამძიმებას და როგორ აპირებენ მის გაკონტროლებას.

 საქართველოში ინფიცირებულების 67 პროცენტია გამოჯანმრთელებული, რაც კარგი მაჩვენებელია – გამყრელიძე

საკითხზე ვრცლად ისაუბრა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ რისკი არსებობს, თუმცა კორონავირუსი დიდხანს არ გაქრება და ამიტომ კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების პრინციპები უნდა ჩამოაყალიბონ.

“ყველა მიხვდა იმას, რომ კორონავირუსი ერთ დღეში არ გაქრება, არც ერთ თვეში და შეიძლება, არც ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების. ეს თანაცხოვრება უნდა იყოს წესების დაცვა პირველ რიგში და უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები და საშუალებები, თუ ასეთი მიკროეპიდაფეთქებები იქნა, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიები და მოსახლეობის დაზიანება. ანუ, ეს უნდა იყოს სწორი ბალანსი,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსმა 12 პაციენტი იმსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 475 მოქალაქე.

დღევანდელი ონლაინ პრესკონფერენციის მთავარი გზავნილები იხილეთ ვრცლად:

რა შეზღუდვები დარჩება ხანგრძლივად? – გამყრელიძე განმარტავს

ადამიანებმა სწორად უნდა განსაზღვრონ უღირთ თუ არა ტრანსპორტში ჩაჯდომა – ხათუნა ზახაშვილი

აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლებიც დაემატებიან

ზახაშვილი გირჩევთ: ყველა პროდუქტი, რომელიც გარეცხვას საჭიროებს, ყოველთვის გარეცხეთ სანდო ხარისხის წყლით

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები