LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების კონტროლი აქტიურდება

87

ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლი აქტიურდება. სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც კოორდინირებულ საქმიანობას და ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებით გაააქტიურებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს ტურისტებით დატვირთულ ადგილებში; მომზადდება და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება საინფორმაციო მასალები, სადაც მითითებული იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ტურისტული კომპანიების და რესტორნების ასოციაციის წარმომადგენლები.

„მემორანდუმის მიზანია, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობით მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ასევე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების ინტერესები. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებით იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად გააკონტროლებს, თუ რამდენადაა დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ჩოგოვაძის თქმით, აუცილებელია საქართველომ, ტურისტების გაზრდილ ნაკადს ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს.

,,ტურისტების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. მოხარულები ვართ, რომ პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია 2017 წელსაც. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების გაზრდილ ნაკადებს ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ. ამ მიმართულებით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარესტორნო ქსელი და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა. ჩვენ მივაწოდებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩამონათვალს, თუ რომელი ადგილებია ყველაზე მეტად ტურისტებით დატვირთული და სწორედ იქ გააქტიურდება კონტროლი“,- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები