LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტულ ტრანსპორტში ადამიანების ჯანმრთელობა დაცული იქნება – მარიამ ქვრივიშვილი

84
turistuli-avtobusi-w-h

შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და კერძო სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს გაუთანაბრდეს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში არსებული სატრანსპორტო კომპანიების ოპერირებას ისე, რომ ადამიანების ჯანმრთელობა დაცული იყოს.

„ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კოვიდ-19 ის გამო ტურიზმის სექტორისთვის სავალდებულო რეგულაციების დანერგვა გახდა საჭირო. რეგულაციებზე მუშაობა სასტუმროების, კვების ობიექტების, ტურისტული კომპანიების, გიდების, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობდა და კერძო სექტორთან კომუნიკაციის შედეგად დამტკიცდა. შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და კერძო სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს გაუთანაბრდეს. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში არსებულ სატრანსპორტო კომპანიების ოპერირებას იმ ფორმით, რომ დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა. COVID-19- ის პირობებში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს, რომ ადაპტაცია მოახდინონ ახალ სტანდარტებზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები