LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტული ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინო? – რუსეთი კონტროლს ამკაცრებს

327
111_ZXOHgqZ

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ე.წ. ტურისტული ემბარგო დაუწესა, რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველმა უწყებამ, ქართული ღვინის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო და კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, „როსპოტრებნადზორმა“ საქართველოდან რუსეთში შეტანილ ალკოჰოლურ ნაწარმზე კონტროლი გააძლიერა, მიზეზად კი ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხის გაუარესება დაასახელა.

„როსპოტრებნადზორის“ ცნობით, 2014 წლიდან 2018 წლამდე ალკოჰოლური პროდუქციის რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამებოდა აუცილებელ მოთხოვნებს, 2,9 ჯერ გაიზარდა – 203 ათას ლიტრამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები