LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

53
308498792

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ტურიზმის აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება. კობა გვენეტაძის განმარტებით, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებზე გასვლას და მის გადასწრებას წლები სჭირდება.

„ამ შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგანაც ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება გლობალურად პანდემია და რამდენად წარმატებულად მოხდება მისი დაძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მიმდინარეობს, რაც პირველი რიგის დაცვაა და აუცილებელია პანდემიასთან ბრძოლისათვის, სირთულეები მაინც რჩება. აქედან გამომდინარე ეს აუცილებლად კვალს დაამჩნევს ტურიზმის აღდგენას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები