LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის გაჩერებამ ლარი მკვეთრად გააუფასურა, რაც ფასებზეც აისახა – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

51
ipiccy-image

პანდემიის შედეგად, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერდა, რის გამოც, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით დაზარალდნენ, -ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური ტურიზმის ფაქტობრივად გაჩერების ფონზე, საგარეო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაზარდა და ლარის ეფექტური კურსი მკვეთრად გააუფასურა, რაც ფასებზეც აისახა.

„შედეგად, 2020 წელს ინფლაციის მაჩვენებელმა პიკს – 6.9 პროცენტს, აპრილში მიაღწია. მაღალი დოლარიზაციის გამო, კურსის გაუფასურებამ არაჰეჯირებული მწარმოებლების სესხის მომსახურების ხარჯებიც გაზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად იმატა ვირუსის გავრცელების ტემპმა, რასაც დამატებითი შეზღუდვები და, შედეგად, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი მიწოდების ფაქტორების შენარჩუნება მოჰყვა. 2020 წლის დეკემბერში ინფლაცია საგრძნობლად, 2.4 პროცენტამდე, შემცირდა, რაც, ძირითადად, მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით იყო გამოწვეული. 2020 წლის განმავლობაში ინფლაციამ, საშუალოდ, 5.2 პროცენტი შეადგინა. მონეტარული პოლიტიკის შესაძლო შემდგომი გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზეა დამოკიდებული. მიმდინარე პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლისკენ იმოძრავებს, რასაც, მათ შორის, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს. თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ, რომ პროგნოზის სიზუსტე დამოკიდებულია გაურკვევლობაზე, რომელიც ამ ეტაპზე ორივე მიმართულებით კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. 2020 წელს საბანკო სისტემა პანდემიას მომზადებული შეხვდა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები