LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის კონკურენტუნარიანობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო დაწინაურდა

92
chelsea-diamond

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმამოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 68-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელთან შედარებით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ორი პოზიციით დაწინაურდა, ორი წლის წინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩვენი ქვეყანა 70-ე ადგილზე იყო. კვლევის თანახმად, საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა.

მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში კონკურენტუნარიანობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს, მას საფრანგეთი, გერმანია, იაპონია და აშშ მოჰყვება.

რაც შეეხება ჩვენი რეგიონის ქვეყნებს, ამავე რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე ადგილზეა, სომხეთი 78-ეზე, რუსეთი 39-ე, თურქეთი კი 43-ე პოზიციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები